saqarTvelos mwvervalebi - saZle
საძელე - ვულკანური მწვერვალი ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, ჯვრის უღელტეხილის აღმოსავლეთით, მდინარეების ხადისხევსა და ბიდარის სათავეებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3307 მ. აგებულია ანდეზიტებით. დასავლეთ და აღმოსავლეთ კალთები დამრეცია, სამხრეთ და ჩრდილოეთი ციცაბო. საძელეს ზედა ნაწილი მოკლებულია ნიადაგ-მცენარეულ საფარს, კალთებზე ალპური და სუბალპური მდელოებია.